საზოგადოება
საჯარო სამსახურებში დისტანციური მუშაობის რეჟიმი უქმდება
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ საჯარო სამსახურებში, რომლებშიც კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა, საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

"ე.წ დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს. უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან", - თქვა სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
| Print |
FaceBook Twitter Google