გურჯაანში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დასუფთავების
აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, ქალაქ გურჯაანში სანაპიროს ქუჩის
ნაწილი დასუფთავდა.
აქციაში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ
უტიაშვილმა თანამშრომლებთან ერთად მიიღო.
„ დღევანდელი აქციის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ,
რომ ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. ყველამ
ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, არ დავაბინძუროთ, მოვუფრთხილდეთ
და უკეთესი გავხადოთ გარემო.“ - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის
მერმა ზურაბ უტიაშვილმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები