საზოგადოება
საქართველოში 20 ათასამდე უკრაინის მოქალაქე იმყოფება
საქართველოში 20 000-მდე უკრაინის მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ დღეს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კასიანოვის თქმით, 58 ბავშვი უკვე სწავლობს ქართულ სკოლებში და 50-მდე ბავშვის მშობელმა სწავლასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა.

კასიანოვის განცხადებით, უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ საქართველოში მცხოვრები უკრაინელების დახმარებასა და მხარდაჭერას სისტემური ხასიათი ჰქონდეს.

,,თქვენ იცით, რომ საქართველოში იმყოფებიან უკრაინელები, მათი რაოდენობა თითქმის 20 000-ია, ეს ციფრი ყოველდღე იცვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ დახმარებასა და მხარდაჭერას ჰქონდეს სისტემური ხასიათი.
უკვე 58 ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში და 50 ბავშვის მშობელმა შეიტანა განაცხადი მათი ბავშვების სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვის შესახებ.

უახლოეს მომავალში მივალთ ამ სკოლებში, გავესაუბრებით ბავშვებს, მათ მშობლებს და სკოლის ხელმძღვანელებს. მადლობას ვუხდით ქართულ მხარეს ასეთი მხარდაჭერისთვის“, - ამბობს ანდრეი კასიანოვი.

| Print |
FaceBook Twitter Google