საზოგადოება
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და სამშობლოს დატოვებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ომი დასრულდეს. და როდესაც ჩვენ ეს გამოგვივა - ეს იქნება გარდაუვალი - თქვენ, სულ მცირე, დაინახავთ ერთ რამეს: თქვენს შვილებს უკვე აღარ გაგზავნიან სასიკვდილოდ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ, თქვენ, რუსეთის მოქალაქეები ასევე დაინტერესებულნი ხართ მშვიდობით.

გადაარჩინეთ თქვენი შვილები ომისგან. მოუყევით სიმართლე ომის შესახებ. და, თუკი შეგიძლიათ, დატოვეთ რუსეთი, რადგან არ გადაიხადოთ თქვენი გადასახადები ომისთვის, გააკეთეთ ეს
განა ეს სისულელე არ არის? თქვენი სახელმწიფო აგროვებს თქვენგან გადასახადებს, რომ თქვენ უბედურებაში ჩაგყაროთ. რომ მთელი მსოფლიოსგან იზოლაციაში მოგაქციონ. იმისთვის, რომ ადვილი იყოს თქვენი კონტროლი. და მარტივი იყოს ომში თქვენი გაგზავნა სასიკვდილოდ",- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკი განმარტავს, რომ უკრაინა არასდროს ემუქრებოდა რუსეთის უსაფრთხოებას. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია იმ ადამიანთა სიმრავლეში, რომლებსაც არ მოსწონთ კრემლის პოლიტიკა.

რუსეთი უკრაინაში ზუსტად ერთი თვის წინ, 24 თებერვალს შეიჭრა. ამ მოვლენას წინ უძღოდა პუტინის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარება და მისივე მოთხოვნა, ნატოს უარი ეთქვა უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე.

პუტინს „სპეცოპერაციის“ მიზნად დასახელებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
| Print |
FaceBook Twitter Google