საზოგადოება
სლოვაკეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი სახელმწიფო პრემიით დააჯილდოვა
სლოვაკეთმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ალექსანდერ დუბჩეკის სახელობის სახელმწიფო პრემიით დააჯილდოვა.

ამის შესახებ სლოვალკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰაგერი ტვიტერში წერს.
„სლოვაკეთმა ზელენსკი დააჯილდოვა ალექსანდერ დუბჩეკის სახელმწიფო პრემიით - თავისუფლებისა და იმედის სლოვაკური სიმბოლოთი. პუტინმა გადაწყვიტა, უკრაინაში გაიმეოროს ის, რაც საბჭოთა კავშირმა გააკეთა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში. ის იყენებს სამხედრო ძალას, რათა ჩაახშოს ადამიანთა სწრაფვა დემოკრატიისკენ. ეს დაუშვებელია!“ - წერს ჰაგერი.
| Print |
FaceBook Twitter Google