საზოგადოება
კახეთში ქარისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. გადახდილია სახლის სახურავები და დაგლეჯილია ხეები, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისიის ოთხი სამუშაო ჯგუფი დილიდან იმყოფება სტიქიის ზონაში და მიმდინარეობს ზარალის აღწერა. ქარმა ქალაქსა და სოფლებში დააზიანა ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები.

„სამუშაო ჯგუფები დილიდან გავიდნენ სხვადასხვა ლოკაციებზე და მიმდინარეობს ზარალის დათვლა, აღწერა. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება სრული ინფორმაცია, კონკრეტულად რა ოდენობის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად და შექმნილი სურათის მიხედვით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას," - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოგლეჯილი ხეებისგან გზის გაწმენდის სამუშაოები. 

თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გუშინვე მოხერხდა, თუმცა აბონენტების ნაწილს შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება. კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ტექნიკური სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს, რათა დროულად მოხდეს დაზიანების აღმოფხვრა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი - 574 17 96 23.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და მოგლეჯილია ხეები. როგორც მერიაში ამბობენ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი ადგილზე გაეცნო ვითარებას და სტიქიისგან დაზარალებული ოჯახები მოინახულა. 

ვითარებას ადგილზე გაეცნო ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი. სოფელ ილიაწმინდასა და მაღაროში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლი, ღობე და მაღაროს სკოლის სპორტული დარბაზის სახურავი დააზიანა. 

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ყვარელსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები და მოგლეჯილია ხეები.
მერიის ინფორმაციით, ადგილზე დილიდან იმყოფება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და უწყვეტ რეჟმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგიაც.

ძლიერმა ქარმა ხეები დაგლიჯა გურჯაანშიც.

როგორ დაეხმარებიან ადგილობრივი თვითმმართველობები სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას, მას შემდეგ გადაწყდება, რაც კომისიები ზარალს დაითვლიან.
| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.