საზოგადოება
რა იმალება ფოტოშოპით დამუშავებული კადრების მიღმა
უძველესი დროიდან სილამაზის სტანდარტები მუდმივად ცვალებადია. სწორედ ამ დადგენილი სტანდარტების გამო თინეიჯერებს და არა მარტო მათ, უჩნდებათ კომპლექსები და ფიქრობენ, რომ მათი გარეგნობა იდიალური არ არის.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად წამოვიდა ფოტოშოპის ტენდენციაც, რომელსაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი „სელებრითები“ მიმართავენ.

სოციალურ ქსელებში დღეში მილიონობით ფოტო იტვირთება, ამ ფოტოების უმრავლესობა ატვირთვამდე უამრავ აპლიკაციაში მუშავდება და შემდგომ აუდიტორია „იდიალურ“ ვერსიას აფასებს, რაც თინეიჯერებში იწვევს თვითშეფასების დაქვეითებასა და უსაფუძვლო კომპლექსებს. გარდა ამისა, ეს ყველაფერი მათ უბიძგებს იგივეს გაკეთებისკენ და იკარგება ინდივიდუალიზმი.

ჩვენი რესპონდეტი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გასაჯაროება, ამბობს, რომ ფოტოშოპს ხშირად მიმართავს, რადგან საკუთარი რეალური გარეგნობა არ მოსწონს, დამუშავებული ფოტოები კი, თავდაჯერებულობას მატებს.

-აპლიკაციებს, რა თქმა უნდა , ვიყენებ, რადგან ჩემი რეალური სხეული და გარეგნობა არ აკმაყოფილებს დღევანდელ სილამაზის სტანდარტებს და რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ვცდილობ ხელოვნურად შევქმნა ის, რაც მინდა, რომ ვიყო.

-თქვენი შეხედულება ხომ არ უკავშირდება საზოგადოებიდან მოსალოდნელ კრიტიკას?

-საზოგადოებაში მრავალი აზრია, თუმცა მე ამ ყველაფერს ჩემთვის ვაკეთებ.

-ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია „სელებრითების“ დაფოტოშოპებული ფოტოების ზეგავლენით?

-ნაწილობრივ, ალბათ, შეიძლება. თუმცა ფოტოების დამუშავება დღეს უკვე აღარავის უკვირს.

-გულისხმობთ იმას, რომ მსოფლიომ უარი თქვა ბუნებრიობაზე?

-არა, რა თქმა უნდა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბუნებრივად ლამაზები არიან და მათი ფოტოები არ საჭიროებს დამატებით ჩარევას.

-გიფიქრიათ, რომ ამის მიზეზი თქვენი თავდაჯერებულობის და თვითშეფასების ნაკლებობაა?

-ვფიქრობ, ჩემი დამუშავებული ფოტოების თვალიერება მმატებს იმ თავდაჯერებულობას, რომელიც მაკლია.

-და მაინც, რომ გქონდეთ საშუალება, გაიკეთებდით თუ არა სასურველ პლასტიკურ ოპერაციას, რის შემდეგადაც, შეწყვეტდით აპლიკაციების გამოყენებას?

-კი, თუმცა ამჟამად ფინანსური მხარე ხელს არ მიწყობს.

კარიერული კონსულტანტი, ფსიქოლოგი მერი ტარიელაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს.

„სანამ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის შესწავლას დავიწყებდი, მოდელის წარმატებული კარიერა მქონდა. ხშირად ვმონაწილეობდი მოდისა და სილამაზის კონკურსებში.

ერთ-ერთი კონკურსის შესარჩევ ტურში მონაწილეებმა გავიგეთ, რომ ბათუმიდან მოდელი ჩამოყავდათ, რომელიც იმ დროისთვის სოციალურ ქსელებში საკუთარი სილამაზით ცნობილი იყო. როცა მისი ფოტოები გვაჩვენეს, მეც ძალიან მომეწონა. დავინახე იდეალურად, არაბუნებრივად პროპორციული სახე, სხეული, სიმაღლე,რაც ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. თუმცა გოგონა შესარჩევი ტურიდანვე უკან გააბრუნეს, რადგან ადგილზე საერთოდ სხვა ადამიანი ჩამოვიდა...

უფრო ზუსტად, ადამიანი იგივე იყო, მაგრამ ფოტოებზე გამოსახულ გოგონას თითქმის არაფრით ჰგავდა...
საკუთარი თვალით რომ არ მენახა, ვიფიქრებდი, რომ აჭარბებენ.

ახლა წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შედის ინსტაგრამზე და მსგავს იდეალურ გარეგნობას და გლამურულ ცხოვრებას უყურებს-პირველ რიგში ხედავს ნაკლს, არ მოსწონს საკუთარი თავი. გოგოების თვითშეფასებაში კი, დიდ ადგილს იკავებს გარეგნობა.

არავინ იცის, კიდევ რას ისმენდა მშობლებისგან და ახლობლებისგან საკუთარ გარეგნობაზე. ადამიანებს უნდათ, რომ იყვნენ სასურველები, ლამაზები, მისაღებები. ისინი მუდმივად უყურებენ სილამაზის ეტალონებს და ცდილობენ მათი მსგავსები გახდენენ. რაც უფრო დაბალია თვითშეფასება, მით უფრო მეტად სურთ ადამიანებს საკუთარი გარეგნობა შეცვალონ, მიმართონ პლასტიკურ ქირურგებს, გამოიყენონ ფოტოშოპი.“

მერი ტარიელაშვილის შეფასებით, ფოტოშოპის გამოყენება, რა თქმა უნდა მისაღებია, თუმცა, არა გადაჭარბებული დოზით.

„ფოტოგრაფები ამბობენ, რომ ფოტოშოპის გამოყენება აუცილებელია, რადგან ფოტოთი მათ სურთ ასახონ კადრი. ადამიანის რეალური სახე და ფოტო ერთმანეთს ზუსტად არ ემთხვევა. ამიტომ გარკვეულ დონეზე ფოტოებზე საკუთარი თავის დამუშავება მისაღებია, მაგრამ როცა ეს ფარგლებს სცდება, როცა ადამიანები ვერ გცნობენ, უბრალოდ, უხერხულია.

არსებობს ერთი ფსიქოლოგიური არგუმენტი, რომელიც სელებრითებსა და ლამაზ გოგონებს მოჰყავთ ფოტოშოპთან დაკავშირებით -„ამას ყველა აკეთებს“. თუ სხვა გოგონები ფოტოშოპის გამოყენებით აუდიტორიის მხრიდან მეტ ჩართულობას იღებენ, არ გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ჩართულობა დაკარგონ.“

მერი ტარიელაშვილის თქმით, სოციალური მედიამარკეტინგის (SMM) ექსპერტები ამბობენ, რომ 2022 წლის ტრენდების მიხედვით, ფილტრები და ზედმეტად დაფოტოშოპებული ფოტოები ნაკლებად მისაღები ხდება. მათივე თქმით, ინსტაგრამის ალგორითმიც კი, უფრო მეტად დაუმუშავებელ ფოტოებს აჩვენებს მომხმარებელს. ამიტომ ის ურჩევს ახალგაზრდებს, რომ იყვნენ გულწრფელები და ბუნებრივები.

„ყველაფერი ბუნებრიობისა და ეკოლოგიურობისკენ მიდის. სამყარო დაიღალა ზედმეტი გლამურისგან. გულწრფელობა და ბუნებრიობა დღეს უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საბოლოო ჯამში, ეს გაცილებით უფრო ჯანსაღ საზოგადოებას მოგვცემს. ახალგაზრდების ფსიქიკა არ უნდა ზიანდებოდეს არარსებული, არარეალური გარეგნობის გამო. თითოეული ადამიანი უნიკალური და ინდივიდუალურია, მას აქვს უფლება იყოს თავისუფალი.“

ავტორი: ლიზა კაპანაძე
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 25 °C
img
საგარეჯო 16 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 24 °C
img
სიღნაღი 15 / 26 °C
img
ლაგოდეხი 14 / 23 °C
img
ყვარელი 16 / 25 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.