საზოგადოება
ტრანსპორტის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის საფასური იცვლება
31 მარტიდან საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და შენახვის საფასურში ცვლილება შედის.

„თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება შედის.

სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს.

ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა.“, - ვკითხულობთ თბილისის მერიის განცხადებაში


| Print |
FaceBook Twitter Google