საზოგადოება
ინტელექტუალური თამაშის „მოაზროვნე“ გამარჯვებული არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი გახდა
ახალგაზრდული საბჭოს არაფორმალური განათლების კლუბის ორგანიზებით, დღეს კაჭრეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში "მოაზროვნე" ჩატარდა.

თამაში ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე 12 გუნდი ჩაერთო, ფინალში კი 5 გადავიდა.

ფინალისტ გუნდებს შორის წარმატებით იასპარეზა და დღევანდელი თამაშის გამარჯვებული არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

გამარჯვებული გუნდის წევრები არიან : საბა ჭელიძე(კაპიტანი), შოთა ასლამაზაშვილი და საბა არსენიშნვილი.
გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ წიგნები, ბლოკნოტები, ბრენდირებული ნივთები და სერტიფიკატები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს , რესურსცენტრისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები.
| Print |
FaceBook Twitter Google