საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
დღეს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.

მებრძოლის ცხედარს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა საქართველოს მოქალაქეებიც დახვდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი უკრაინის ქალაქ ირპენთან ბრძოლაში 26 მარტს დაიღუპა.
რუსეთ-უკრაინის ომში გობეჯიშვილის გარდა ქართველი გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და ბახვა ჩიქობავა დაიღუპნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google