საზოგადოება
მოპედებს, კვადროციკლებსა და მოტოციკლებს გამარტივებული წესით დაარეგისტრირებთ

შინაგან საქმეთასამინისტროს ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლისა და მსუბუქი მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისათვის გამარტივეული წესი ამოქმედდა. - ინფორმაციას ამის შესახებ მომსახურების სააგენტო ავრცელებს.


 

 

„დაინტერესებულ პირს მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და იმ მსუბუქი მოტოციკლის რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 კუბურ სმ-ს ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე - 4კვტ-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში პირველდი რეგისტრაციის დროს აღარ დასჭირდება საბაჟო ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

 

ამასთანავე, თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს საგენტოში სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამატასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, პირველადი რეგისტრაცია განორციელდება მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი დაადასტურებს წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლებას,“ - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ 28 მარტიდან სავალდებულო გახდა მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მართვისთვის სპეციალური კატეგორიის მართვის მოწმობა.

| Print |
FaceBook Twitter Google