საზოგადოება
მარიუპოლიდან ევაკუირებული გოგონას მონათხრობი და ომის ფოტოქრონიკა
მარიუპოლიდან ევაკუირებული 16 წლის კატიას სულისშემძვრელი მონათხრობი:
-„ჩვენ ტუალეტში დავდიოდით, გვეძინა, ვჭამდით საკვების ნარჩენებს ერთ სარდაფში.
როგორღაც, კოლია ბიძიამ მტრედი დაიჭირა, ეს იყო ალბათ, მეხუთე ან მეექვსე დღეს, და ჩვენ ის შევწვით, და შევჭამეთ.

მერე კი, ჩვენ ყველამ ვაღებინეთ.”

- „როცა ჩვენი მეზობელი გარდაიცვალა, ხოლო ჩვენ [გვამი] ვერ გავიტანეთ, მას სუნი აუვიდა.
შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა და კოლია ბიძიამ ის გაიტანა, თავად კი, ნანგრევებში მოჰყვა.
დედა ძალიან ტიროდა.

მამის სიკვდილის შემდეგ, კოლია ბიძია ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო. ...გვამები ისე ყარს.
ისინი ყველგან იყო.

მე ძმას დედის შარფი ჩამოვახურე თვალებზე, რათა ეს არ ენახა"

-"დედა ბოლომდე უძლებდა.

ჩვენს ევაკუაციამდე სამი დღით ადრე, ის გარდაიცვალა.

მე ძმას ვუთხარი, რომ მას ღრმად სძინავს და გაღვიძება არაა საჭირო.

თუმცა, მგონი, ის ყველაფერს მიხვდა"

- „იცით, როგორია ტკივილის შეგრძნება? მე ერთ დროს ბიჭი შემიყვარდა, მას კი, არ ვუყვარდი.

და მეგონა, რომ ეს მტკივნეულია.

აღმოჩნდა, რომ მტკივნეულია, როცა დედა შენს თვალწინ კვდება.

ძმა კი, მასთან მიდის და ეუბნება: „დედიკო, ნუ გძინავს, გაიყინები.“

და ჩვენ ვერასდროს მივალთ მის საფლავთან. ის ნესტიან და ბნელ სარდაფში დარჩა".

- „მე მძულს რუსეთი.

ჩემი ღვიძლი ბიძა იქაა.

იცით, მან დღეს ტელეფონში რა მითხრა? „კატია? რომელი კატია? გოგონა, მე თქვენ არ გიცნობთ. რომელი ომი, რომელი კატია?“

შემდეგ კი, სხვა ნომრიდან მომწერა: „კატენკა, არ მომწერო. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ეს სახიფათოა. დედას კი, ვეღარ დავაბრუნებთ.“

მე ვერ ვიტან მათ!

ეს ხომ მისი ღვიძლი და იყო?!

ასე როგორ შეიძლება?"

- „...იცით, მე ვფიქრობ, დავბრუნდები მარიუპოლში.

და ვიცხოვრებ იქ იმავე ადგილას.
და ყოველთვის, ერთსა და იმავე დღეს ჩავალ ახალი სახლის სარდაფში და ყვავილებს დავდებ.“

უკრაინის პროკურატურის განცხადებით, 410 ცხედარი იპოვეს კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში, რომლებიც რუსულმა ჯარებმა დატოვეს.
უკრაინის მთავრობას სურს რაც შეიძლება მეტმა ადამინმა ნახოს ის ფოტოები, რომელიც მათ ქვეყანაში რუსეთის ძალადობას და ომს მოჰყვა. ფოტოები ძალიან სენსიტიური და მძიმეა.
ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

| Print |
FaceBook Twitter Google