საზოგადოება
რუსეთი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით მარიუპოლში მობილური კრემატორიუმების გამოყენებას იწყებს

რუსეთმა მარიუპოლში ჩადენილი სასტიკი დანაშაულების კვალის დასაფარად მობილური კრემატორიუმების გამოყენება დაიწყო.


ინფორმაციას აღნიშნულთა დაკავშირებით ქალაქის საბჭოზე დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს.

"მკვლელები ფარავენ კვალს. მარიუპოლში დაიწყო რუსული მობილური კრემატორიუმების გამოყენება . ბუჩაში გენოციდის ფართო საერთაშორისო გაშუქების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ბრძანა, აღმოიფხვრას მარიუპოლში მისი არმიის დანაშაულის მტკიცებულება", - განაცხადა საბჭომ.

აქვე შეგახსენებთ, რომ კიევის ოლქი ოკუპანტებისგან 2 აპრილს განთავისუფლდა. ირპენი, ბუჩა, გოსტომელი ეს ის ქალაქებია რომლებმაც მსოფლიოს გამოღვიძება აიძულა.

 

| Print |
FaceBook Twitter Google