საზოგადოება
„ალტ-ინფო“ პრეზიდენტის ბრიფინგზე არ დაუშვეს
11აპრილს, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე დასასწრებად, პრორუსულმა პლატფორმა "ალტ-ინფომ" მედიააკრედიტაცია ვერ მიიღო, რასაც გადამღები ჯგუფის უკმაყოფილება მოჰყვა.
"პრესცენტრს მინდა, რომ გავესაუბრო-ყველა ჟურნალისტი შეუშვეს ჩვენ გარდა. სამი საათით ადრე, როგორც კი ჩაინიშნა პრეზიდენტის ბრიფინგი, მაშინვე გადმოაგზავნა ჩემმა პროდიუსერმა, თუმცა შეუშვეს ყველა და უკვე მე-2 შეემთხვევაა, როცა მე არ მიშვებენ კამერით. სიაში არ ვარ ასე ამბობენ, მაგრამ სამ პრეს სამსახურის თანამშრომელს ელაპარაკა ჩემი პროდიუსერი და ახლა რომ ვეკითხები გარბიან," - ამბობს "ალტ-ინფოს" ჟურნალისტი სიუჟეტში.

შეგახსენებთ, რომ, 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი პლატფორმა "ალტ-ინფოს" ორგანიზებით "თბილისი პრაიდის" მარშის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, სადაც მონაწილეებმა მედიის 53 წარმომადგენელზე იძალადეს.

| Print |
FaceBook Twitter Google