საზოგადოება
სოფელ კაჭრეთში ავარიისას დაშავებული 30 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ავარიისას დაშავებული 30 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
შემთხვევა 2021 წლის 1 იანვარს მოხდა. მიკროავტობუსი განათების ბოძს დაეჯახა, ორი მეთერთმეტეკლასელი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, მძიმე დაშავდა მძღოლი, რომელიც გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში მოათავსეს.

მას რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / კაჭრეთი /