საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს
დღეს ვარშავიდან თბილისში უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი მებრძოლი- 21 წლის ნიკოლოზ შანავა და 47 წლის დავით მენაბდიშვილი ჩამოასვენეს.

ქართველი მებრძოლები "კარპატსკა სიჩის" ბატალიონის წევრები იყვნენ და ხარკოვის გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

ნიკოლოზ შანავა და დავით მენაბდიშვილიხარკოვის მახლობლად, რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული საარტილერიო შეტევისას 9 აპრილს დაიღუპნენ.

დღეისთვის უკრაინაში 6 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ქალაქ ირპენთან დაღუპული დავით გობეჯიშვილი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საქართველოში მარტში ჩამოასვენეს. მარიუპოლში დაიღუპა ბახვა ჩიქობავა, რომლის გადმოსვენებაც რუსების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება
| Print |
FaceBook Twitter Google