საზოგადოება
Speqtri.ge-ს ჟურნალისტს პრემიერის ვიზიტის გადაღების უფლება არ მისცეს
საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე „განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

ჩვენი ინფორმაციით, პრემიერმა ნონეშვილის გამზირიდან სავარაუდოდ, გურჯაანის კულტურისა და დასვენების განახლებულ პარკში გადაინცვლა.

მერის ჩამოსვლისთვის გურჯაანში აქტიურად ემზადებოდნენ. რამდენიმე წუთით ადრე მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია პერიმეტრს აკონტროლებდა. გარკვეულ ლოკაციებზე დროებით შეიზღუდა ავტომობილების პარკირება, გზაჯვარედინზე დროებით გადაიკეტა ნონეშვილის ქუჩის ჩასასვლელი.

სარეაბილიტაციო სამუაშოები რამდენიმე წუთით ადრეც შეამოწმეს.

Speqtri.ge-ს ჟურნალისტს დაცვამ პრემიერის ჩამოსვლის დროს კადრების გადაღების უფლება არ მისცა და განუმარტა, რომ ყველა სახის, ფოტოვიდეო გადაღება, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერიტორიას დაატოვებინებდნენ.

გურჯაანში ჩამოსვლამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ლევან დავითაშვილთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ შამუგიასთან ერთად, ველისციხეში თორნიკე ლომთაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს ასევე მოინახულა მიმდინარე პროექტები, საგარეჯოში, ახმეტასა და თელავში.


| Print |
FaceBook Twitter Google