23 აპრილს, აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო მუშაობის საათებს
ერთჯერადად გაზრდის. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ
ისაუბრა.
მისი თქმით, მეტრო ღამის 12:00 საათის ნაცვლად, 04:00 საათზე
დაიკეტება.
24 და 25 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, თბილისში
სასაფლაოებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლის.
ავტობუსები იმოძრავებს:
• მეტრო "დიდუბიდან" მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებამდე;
• მეტროსადგურებიდან, "მარჯანიშვილისა" და "სადგურის მოედნიდან",
ძველი და ახალი კუკიის სასაფლაომდე;
• მეტროსადგურ "დელისიდან" საბურთალოს სასაფლაომდე;
• მეტროსადგურ "სარაჯიშვილიდან" ღრმაღელის სასაფლაომდე;
• ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაომდე;
• შუამთის ქუჩიდან და "ვარკეთილის" მეტროსადგურიდან ვარკეთილის
სასაფლაომდე.
ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.
მასალის გამოყენების პირობები