საზოგადოება
აღდგომის ღამით თბილისის მეტრო დილის 4 საათამდე იმუშავებს
23 აპრილს, აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო მუშაობის საათებს ერთჯერადად გაზრდის. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მეტრო ღამის 12:00 საათის ნაცვლად, 04:00 საათზე დაიკეტება.

24 და 25 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, თბილისში სასაფლაოებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლის.

ავტობუსები იმოძრავებს:
• მეტრო "დიდუბიდან" მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებამდე;
• მეტროსადგურებიდან, "მარჯანიშვილისა" და "სადგურის მოედნიდან", ძველი და ახალი კუკიის სასაფლაომდე;
• მეტროსადგურ "დელისიდან" საბურთალოს სასაფლაომდე;
• მეტროსადგურ "სარაჯიშვილიდან" ღრმაღელის სასაფლაომდე;
• ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაომდე;
• შუამთის ქუჩიდან და "ვარკეთილის" მეტროსადგურიდან ვარკეთილის სასაფლაომდე.

ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google