საზოგადოება
უკრაინის ქალაქ ირპენში ორასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა გარდაცვლილი
კიევთან ახლოს მდებარე უკრაინის ქალაქ ირპენში 269 მშვიდობიანი მოქალაქეა გარდაცვლილი.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის მთავარი საგამოძიებო უწყების თავმჯდომარე, სერგეი პანტელეევი ავრცელებს.

მისი თქმით, პოლიციამ ქალაქში საგამოძიებო სამუშაოების ჩატარებით ადამიანთა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ადამიანთა დახვრეტისთვის გამოყენებული შვიდი ადგილი აღმოაჩინა.

უკრაინის პოლიციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადასაცემად მოამზადა მასალები რუსეთის არმიის მიერ საცხოვრებელი კომპლექსის, „რიჩ თაუნის“ დაცხრილვის შესახებ.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქალაქ ირპენში დანგრეული და დაზიანებულია შენობების 70 პროცენტზე მეტი, მათ შორისაა საგანმანათლებლო დაწესებულებები და საავადმყოფოები.
| Print |
FaceBook Twitter Google