საზოგადოება
ჭიაკოკონობის ღამეს ნარჩენების დაწვაზე კონტროლი მკაცრდება
ტრადიციული რიტუალის „ჭიაკოკონობას“ გამართვასთან დაკავშირებით, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კონტროლს ამკაცრებს.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკისმასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

„ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში. გარემოსდაცვითი კანონდარღვევის დაფიქსირებისას დაგვიკავშირით ჩვენს ცხელ ხაზზე - 153 ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, კონფიდენციალურობა დაცული.“ - აღნიშნულია გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, „ჭიაკოკონობის ღამეს“ გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები
თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისრეაგირებას მოახდენენ.


| Print |
FaceBook Twitter Google