საზოგადოება
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურჯაანში მყოფი უკრაინიდან ჩამოსული ოჯახები მოინახულეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს
საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

" ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის მოქალაქეები მოვინახულე და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცე. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა მათთვის, რომ აღდგომას თავისი ქვეყნის გარეთ ხვდებიან. ჩვენთვისაც სამწუხარო რეალობაა, რადგან ეს განცდა არ არის უცხო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

აუცილებელია, რომ თითოეულმა უკრაინელმა ოჯახმა თავი იგრძნოს ისე, როგორც საკუთარ სამშობლოში, როგორც საკუთარ ოჯახში და მეგობრების წრეში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მცირედი ყურადღება და ზრუნვა, მათთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს. "- გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი.

" ჩვენს მუნიციპალიტეტში უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ვესტუმრეთ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. თითოეულ მათგანს, პირველ რიგში, ვუსურვებ მშვიდობას და საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლებში მალე დაბრუნებას. " - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის უკრაინიდან ჩამოსული 11 ოჯახი იმყოფება.
| Print |
FaceBook Twitter Google