საზოგადოება
პირადობის მოწმობის ფასი ორმაგდება
საქართველოში პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი ძვირდება, ინფორმაცია ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

ცვლილების მიხედვით, 2022 წლის 1-ლი მაისიდან პირადობის ელექტრონული მოწმობა 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი ეღირება, ბიომეტრიული პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად - 150 ლარი.

აღნიშნული ფასი ვრცელდება 10 სამუშაო დღის შემდეგ აღების შემთხვევაში, ხოლო დაჩქარებული წესით აღებისას - საფასური იზრდება.


საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების ძირითად საფასურს ემატება დაჩქარებული მომსახურების თანხა − 20 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – 40 ლარი;
მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – 60 ლარი; ხოლო იმავე დღეს გაცემისათვის – 90 ლარი.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტსა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიულ სამგზავრო პასპორტს, ამ შემთხვევაში, განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – ძირითად საფასურს დაემატება დაჩქარებული მომსახურების ღირებულება − 30 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – 75 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის − 150 ლარი;
იმავე დღეს გაცემისათვის კი − 200 ლარი.
| Print |
FaceBook Twitter Google