საზოგადოება
უხვი ნალექის გამო, გურჯაანში სახლები დაიტბორა და გზები დაზიანდა [Photo/Video]
გურჯაანში გუშინ გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად სოფლებში ხევები ადიდდა, საცხოვრებელი სახლები დაიტბორა და საუბნო გზები დაზიანდა.
მათ შორის დაზიანებულია გზა, რომლითაც სარგებლობდა როგორც ჭანდრის, ისე სოფელ გურჯაანის მოსახლეობა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოპერატიულმა შტაბმა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი ხელმძღვანელობს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო.

„შტაბის მუშაობაში ჩართულები არიან მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხვიჩა სიმონიშვილი და ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ტეტელოშვილი.
"გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", დილიდან, სპეციალური ტექნიკის საშუალებით, სახლებიდან წყლის ამოტუმბვის და სოფლებში ხევების გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს. უხვმა ნალექმა, ქალაქ გურჯაანში, ნუცუბიძიხ ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი დაანგრია, სადაც შექმნილ ვითარებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი ადგილზე გაეცნო.“ - აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.





| Print |
FaceBook Twitter Google