საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მთავრობა 1000 ლარს გადასცემს
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ომის მონაწილეები და გარდაცვლილთა ოჯახები ფულად საჩუქარს მიიღებენ. შესაბამისი განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

„საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.“ - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია დარჩენილ ერთადერთ ვეტერანს, დამატებით 500 ლარს გადასცემს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები 9 მაისი /