საზოგადოება
22 მაისს თელავში ისტორიული ავტომობილების ფესტივალი გაიმართება [Video]
22 მაისს 13:00 საათზე თელავის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება „ისტორიული ავტომობილების ფესტივალი თელავში - 2022“ .

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი განცხადებით, ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ავტო კოლექციონერები და ავტო ინჟინერ რესტავრატორები, ასევე თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ისტორიული ავტომობილების მფლობელები მიიღებენ მონაწილეობას.

არსებული ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ამერიკული ისტორიული ავტომობილები, ასევე ევროპული, ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმოებული და ე.წ. "ჰენდ მეიდი" ავტომობილები, ასევე ისტორიული და კლასიკური დიზაინის მქონე მოტოციკლები.

რეგისტრაციის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 595 55 59 44

ფესტივალი საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მხარდაჭერით გაიმართება.
| Print |
FaceBook Twitter Google