საზოგადოება
გურჯაანში აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს
დღეს გურჯაანის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი გარე ვაჭრობას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ ყველა ბაზრის ტერიტორიაზე შევიდეს.

მათი თქმით, გარევაჭრობის გამო, ბაზარში აღარავინ შედის.

„ბაზარი კეთილმოწყობილია. დაცულია ყველა საჭირო ნორმა, მაგრამ სულ რამდენიმე ადამიანი ვდგავართ შიგნით. ესენი [ გარემოვაჭრეები] გარეთ ვაჭრობენ და ჩვენვერაფერს ვყიდით, რადგან შიგნით აღარავინ შემოდის.

გარეთ დგომა არ შეიძლება. ყველს, ხორცს, ზოგადად ყველა პროდუქტს სისუფთავე სჭირდება. ბაზარში ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს. ადგილებიც არის იმისთვის, რომ ყველამ ივაჭროს.

გარე ვაჭრობა ყველა დიდ ქალაქში აიკრძალა, რატომ არ უნდა აიკრძალოს ჩვენთან? დღეს ერთი ლარიც არ ამიღია, რით უნდა გადავიხადო „ჩეკის“ თანხა? გარემოვაჭრეები კარგად ყიდიან ყველაფერს. როდესაც ხალხი პროდუქტს გარეთ ხედავს, აქ შემოსვლა აღარავის უნდა.

ჩვენი მოთხოვნაა აიკრძალოს გარე ვაჭრობა და ყველა მოვაჭრე შემოვიდეს ბაზრის ტერიტორიაზე,“ - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამ ეტაპზე ბაზრის მიმდინარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები გარემოვაჭრეებს ესაუბრებიან და ადგილის გათავისუფლებას სთხოვენ.

Speqtri.ge განაგრძობს დეტალებზე მუშაობას.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წელს, უკვე მეოთხედ, კახეთს სუფთა რეგიონის სტატუსი მიენიჭა. კონკურსი
„სუფთა რეგიონი“, პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“
ფარგლებში ჩატარდა.
წელს, უკვე მეოთხედ, კახეთს სუფთა რეგიონის სტატუსი მიენიჭა. კონკურსი „სუფთა რეგიონი“, პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ჩატარდა.
15:39 / 18.05.2022
შესაძლოა, მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500-დან 5000
ლარამდე გაიზარდოს. ჯარიმის გამკაცრებისა და კონტროლის გაუმჯობესების
ინიციატივით თბილისის მერია გამოდის.
შესაძლოა, მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე გაიზარდოს. ჯარიმის გამკაცრებისა და კონტროლის გაუმჯობესების ინიციატივით თბილისის მერია გამოდის.
14:14 / 18.05.2022
პენსიონერთა მომსახურების
ტენდერში კვლავ ლიბერთი ბანკმა გაიმარჯვა.

პენსიონერთა მომსახურების ტენდერში კვლავ ლიბერთი ბანკმა გაიმარჯვა.

11:44 / 17.05.2022
წერა ბავშვობიდან იტაცებდა. მას შემდეგ კი, რაც ინტერნეტი უფრო მეტად
ხელმისაწვდომი გახდა, პერიოდულად სოციალურ ქსელში აქვეყნებდა
სხვადასხვა ამბავსა თუ ჩანახატს, ძირითადად იუმორისტულ ჭრილში.
წერა ბავშვობიდან იტაცებდა. მას შემდეგ კი, რაც ინტერნეტი უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა, პერიოდულად სოციალურ ქსელში აქვეყნებდა სხვადასხვა ამბავსა თუ ჩანახატს, ძირითადად იუმორისტულ ჭრილში.
15:23 / 16.05.2022
სამართალი
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თელავის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
11:32 / 20-05-2022
სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო რიგ ბრალდებებში, რის გამოც მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა და 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
10:50 / 16-05-2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს.
14:39 / 11-05-2022
ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხებოდა.
17:44 / 18-05-2022
დარგის სპეციალისტების თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ხორბლის შემოტანა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე-ფქვილის, რის გამოც იმპორტიორები პირდაპირ ფქვილს ყიდულობენ. მთავრობა ირწმუნება, რომ დღეს პურის გაძვირების წინაპირობა არ არსებობს და, სავარაუდოდ, არც მომავალში იარსებებს.თუმცა, საპირისპიროს ამბობენ საცხობების მეპატრონეები.
12:59 / 18-05-2022
სხვა ამბები
ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasum-ის განცხადებით, რუსეთი ხვალ დილით ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს.
15:52 / 20-05-2022
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.
13:23 / 20-05-2022
გურჯაანელმა მოცურავემ, ანა მამუკაშვილმა თბილისში ერთდროულად გამართულ ცურვაში თასის გათამაშებასა და ასაკობრივ პირველობაზე ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია.
13:56 / 19-05-2022
რუსეთის კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს. ნაკრები ასევე მოხსნილია შესარჩევი ჯგუფიდან.
09:53 / 19-05-2022
2022 წლის 29 მაისიდან ბელარუსში ტერორისტული აქტებისა და თავდასხმების ჩამდენ პირებს დახვრეტენ.
16:57 / 18-05-2022
გურჯაანელმა მოცურავემ, ანა მამუკაშვილმა თბილისში ერთდროულად გამართულ ცურვაში თასის გათამაშებასა და ასაკობრივ პირველობაზე ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია.
13:56 / 19-05-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 22 °C
img
საგარეჯო 8 / 18 °C
img
დ.წყარო 8 / 19 °C
img
სიღნაღი 12 / 21 °C
img
ლაგოდეხი 9 / 16 °C
img
ყვარელი 11 / 22 °C
img
თელავი 9 / 19 °C
img
ახმეტა 9 / 19 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.