საზოგადოება
გურჯაანში აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს
დღეს გურჯაანის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი გარე ვაჭრობას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ ყველა ბაზრის ტერიტორიაზე შევიდეს.

მათი თქმით, გარევაჭრობის გამო, ბაზარში აღარავინ შედის.

„ბაზარი კეთილმოწყობილია. დაცულია ყველა საჭირო ნორმა, მაგრამ სულ რამდენიმე ადამიანი ვდგავართ შიგნით. ესენი [ გარემოვაჭრეები] გარეთ ვაჭრობენ და ჩვენვერაფერს ვყიდით, რადგან შიგნით აღარავინ შემოდის.

გარეთ დგომა არ შეიძლება. ყველს, ხორცს, ზოგადად ყველა პროდუქტს სისუფთავე სჭირდება. ბაზარში ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს. ადგილებიც არის იმისთვის, რომ ყველამ ივაჭროს.

გარე ვაჭრობა ყველა დიდ ქალაქში აიკრძალა, რატომ არ უნდა აიკრძალოს ჩვენთან? დღეს ერთი ლარიც არ ამიღია, რით უნდა გადავიხადო „ჩეკის“ თანხა? გარემოვაჭრეები კარგად ყიდიან ყველაფერს. როდესაც ხალხი პროდუქტს გარეთ ხედავს, აქ შემოსვლა აღარავის უნდა.

ჩვენი მოთხოვნაა აიკრძალოს გარე ვაჭრობა და ყველა მოვაჭრე შემოვიდეს ბაზრის ტერიტორიაზე,“ - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამ ეტაპზე ბაზრის მიმდინარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები გარემოვაჭრეებს ესაუბრებიან და ადგილის გათავისუფლებას სთხოვენ.

Speqtri.ge განაგრძობს დეტალებზე მუშაობას.
| Print |
FaceBook Twitter Google