საზოგადოება
დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თამარობას აღნიშნავს
14 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს.

თამარობა საქართველოში ორჯერ აღნიშნება: 31 იანვარი - თამარ მეფის გარდაცვალების დღე და 14 მაისი - ხსენების დღე.

„მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი" ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

გიორგი მესამემ მეფე თამარი თანამოსაყდრედ 1179 წელს, ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში გამოაცხადა და უკვე 1184 წელს თამარი საქართველოს მონარქი გახდა.
| Print |
FaceBook Twitter Google