საზოგადოება
ჩვენს ლაჟვარდთვალება ეკას
დღეს სპექტრისთვის საზეიმო დღე იყო, რადგან იუბილარია, თუმცა, ერთ-ერთი სპექტრელის, ლაჟვარდთვალება ეკას უეცარმა გარდაცვალებამ, ეს განწყობა მწუხარებით შეცვალა.

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ სანამ ეკა გულიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყებდა მუშაობას, სპექტრის ჟურნალისტი იყო და თავს ყოფილ სპექტრელად არასოდეს თვლიდა. ყოველთვის გვგულშემატკივრობდა და გვერდში გვედგა.

ერთ-ერთ დაბადების დღეზე, მარადიული ერთგულების ნიშნად, ფუმფულა ძაღლი გვაჩუქა, რომელიც დღემდე, სპექტრში, თაროზეა შემოსკუპებული, როგორც ერთგული დარაჯი, ისე გადმოგვყურებს ზევიდან და ასეც დარჩება.

ეკა უზომოდ თბილი, ერთგული, უღალატო, უბოროტო და სიკეთით სავსე ადამიანი იყო. სპექტრელებს ძალიან გვიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი და თითქოს სიტყვებიც კი იფანტება, თავს ვერ ვუყრით, რომ მასზე უფრო მეტი მოგიყვეთ. გვაპატიე, ეკა.

ჩვენი გუნდი დამწუხრებულია ეკას გარდაცვალებით და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეუღლეს, შვილს, დედას, რომელსაც საფიცრად და საიმედოდ მხოლოდ ის ჰყავდა.

ვუსამძიმრებთ ყველა სპექტრელს, რადგან დღეს ჩვენც ჭირისუფლები ვართ.








| Print |
FaceBook Twitter Google