საზოგადოება
ლაგოდეხში მეტეოსადგურის აღდგენისთვის ახალგაზრდებმა 2-ჯერ მეტი თანხა შეაგროვეს
დასრულდა კონკურსი „ლაგოდეხის მეტეოსადგურის ახალი სიცოცხლე“, რომელშიც 6 სკოლის 60-მდე მოსწავლე იყო ჩართული. კონკურსი ითვალისწინებდა, რომ ახალგაზრდებს, 2 მეტეოსადგურის აღსადგენად, სახალხო დაფინანსების გზით, 3 ათასი ლარი შეეგროვებინათ, თუმცა, მათ საჭიროზე თითქმის 2-ჯერ მეტი თანხის მობილიზება შეძლეს.
პროექტი, რომლის იდეაც ახალგაზრდულ მუშაკს, გიორგი ედიშერაშვილს ეკუთვნის, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის 110 წლისთავს ეძღვნება.

„ ეს იყო ჩემი ინიციატივა.
ლაგოდეხში გასული საუკუნის 50-იან წლებში, დაიწყო მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვება და თითქმის 90-იან წლებამდე უწყვეტად მიმდინარეობდა, თუმცა, შემდეგ ეს ყველაფერი მოიშალა.
წელს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ხდება 110 წლის, ეს არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძველი და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია. გადავწყვიტეთ, ამ იუბელესთან დაკავშირებით, აღგვედგინა მეტეოსადგურები. ეს იქნება თვისობრივად ახალი სადგურები, რომელიც ონლაინრეჟიმში მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას ამინდის პროგნოზის, ქარის სიჩქარის, ღრუბლიანობის შესახებ.
ვგეგმავთ, გავაკეთოთ 2 სადგური, ერთი დამონტაჟდება ძველი სადგურის ტერიტორიაზე 2000 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო მეორე - დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის სიახლოვეს. ორივეს ექნება შესაძლებლობა, რომ შეაგროვოს მონაცემები.“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში გიორგი ედიშერაშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროექტს აქვს 4 ძირითადი მიზანი:
1. დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციისთვის დახმარება.
2. ეკოგანათლება.
3. მეცნიერებისთვის დახმარება.
4. სოფლის მეურონეობაში დასაქმებუოლების დახმარება.

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეტეოროლოგიური მონაცემების აღდგენა 4 ძირითად ხელშესახებ შედეგს მოიტანს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მეცნიერებისთვის.
1. დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციას დაეხმარება, რომ ვიზიტორთა ნაკადები სტაბილურად მართოს. ხშირად ვიზიტორეები ხვდებიან ავდარში, რაც პრობლემაა. როდესაც ადმინისტრაციას ეცოდინება ამინდის პროგნოზი, ცხადია, უკეთ გასცემენ რეკომენდაცის.
2. ახალგზრდებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ ამინდის პროგნოზს, გააკეთონ ანალიზი, თავად ესტუმრონ მეტეოროლოგიურ სადგურს და გაეცნონ სპეციფიკას როგორ მუშაობს, როგორ ახდენს სხვადასხვა მონაცემის შეგროვებას და შემედეგ უკვე სპეციალურ პლატფორმაზე გადაგზავნას.
3. მოგეხსენებთ, კლიმატის ცვლილება არის ძალიან აქტუალური პრობლემა დღეს და იმისთვის, რომ კლიმატის ცვლილების შედეგების მონიტორინგი გავაკეთოთ, აუცილებელია, რომ გვქონდეს სხვადასხვა მონაცემი. მაგალითად, მეცნიერებსა და მკვლევარებს საშუალება ექნებათ გაიგონ ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, როგორი ამინდი იყო დაცულ ტერიტორიებზე, რა სიმაღლის თოვლი იყო, როგორი იყო ტენიანობა. ეს მონაცმები ერთ პლატფორმაზე აკუმულირდება და ამის დაკვირვების და მონიტორიგნის საშუალება ექნებათ.
4. ლაგოდეხი აგრარული მხარეა და როდესაც ადამიანებს ეცოდინებათ, რა არის მოსალოდნელი, წვიმა, ქარი, თუ მზე, შესაბამისად, დაგეგმავენ თავის აგრარულ სამუშაოებს.“ - გვიხსნის ახალგაზრდული მუშაკი.

პროექტი გახდა იდეების კონკურსის გამარჯვებული, რომელიც გამოაცხადა ორგანიზაციამ „ორბელიანი მეტი“ და მიიღო საგრანტო დაფინანსება 7 000 ლარი, თუმცა, იმ პირობით, რომ დარჩენილი 3000 ლარი, უნდა შეეგორებინათ Crowdfunding / ქრაუდფანდინგის - სახალხო დაფინანსების კამპანიით. გიორგი ედიშერაშვილის ინიციატივათ, პროექტში ჩაერთნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელები.



„ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ ამ პროექტში, შეიძლება ითქვას, რომ იქნებოდნენ მეტეოსადგურის მშენებლები. გარდა იმისა, რომ შეგროვდებოდა თანხა, ახალგაზრდების მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ეს მათთვის იყო ერთგვარი საგანმანათლებლო პროცესი. სწავლობდნენ ღონისძიებების დაგეგმვას, ურთიერთობებს სხვადასხვა აქტორებთან, მაგალითად, ბიზნესმენებთან. ცხადია, ეს მათ პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე, ასევე ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენდა.“

მოსწავლეებმა ჯამში 5117 ლარი შეაგროვეს. თანხა სკოლების მიხედვით ასე გამოიყურება:

ლაგოდეხის N III საჯარო სკოლის გუნდი 2 184,50 ლარი
აფენის N1 საჯარო სკოლის გუნდი 1415 ლარი
მაწიმის საჯარო სკოლის გუნდი 795 ლარი
ჭიაურის საჯარო სკოლის გუნდი 470 ლარი
გვიმრიანის საჯარო სკოლის გუნდი 130 ლარი
ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლის გუნდი 123 ლარი




სხვადასხვა შემოწირულობის გზით პროექტისთვის სხვა დამატებითი თანხებიც შეგროვდა, მათ შორის , Alte University • ალტე უნივერსიტეტმა ჩაურიცხა 1000 ლარი.


გიორგი ედიშერაშვილის ინიციატივით, ლაგოდეხში სახალხო დაფინანსების გზით განხორციელებული ეს პირველი პროექტი არ არის. ერთი წლის წინ ახალგაზრდების ჩართულობით, სოფელ აფენში მოეწყო ღია საველე კინოთეატრი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ მოქალაქეების ჩართულობით ახალი სერვისის შექმნა და პრობლემის მოგვარების კულტურა ნელ-ნელა ინერგება. ლაგოდეხს კი ამ მიმართულებით უკვე აქვს ნაბიჯები გადადგმული.

| Print |
FaceBook Twitter Google