საზოგადოება
პოლიციის დღეს ვულოცავ ჩვენს საამაყო პოლიციელებს - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს პოლიციის დღე მიულოცა.

„პოლიციელის დღეს ვულოცავ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს.

ძლიერი, მაღალპროფესიონალური, წარმატებული პოლიცია - საქართველოს ძლიერებისა და წინსვლის აუცილებელი პირობაა.

დღეს ჩვენი პოლიცია სწორედ ასეთია - ერთობა პროფესიონალი, საქმისთვის თავდადებული ადამიანებისა, რომლებიც თითოეული მოქალაქის სიმშვიდესა და ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების, თქვენი მეგობრებისა და კოლეგების ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ქვეყნისა და ხალხისათვის საკუთარი სიცოცხლე გაიღო.

ჩვენი ხალხის, მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, დიდ მადლობას გიხდით თქვენი ფასდაუდებელი შრომისათვის, სამშობლოს ერთგულებისათვის. კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ,“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქ გვერდზე.
| Print |
FaceBook Twitter Google