საზოგადოება
აფხაზეთიდან საქართველოში ჩამოსულ ტიკტოკერს „სახელმწიფოს ღალატში“ ადანაშაულებენ
აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ 28 წლის დაურ ბუავას, რომელიც 2021 წელს საქართველოში ჩამოვიდა და ამ დრომდე თბილისშია, ბრალი „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ედება.

დაურ ბუავას ტიკტოკზე ატვირთული აქვს დიდი რაოდენობით ვიდეომასალა, რომელშიც იგი ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობის თემატიკასა და ავტონომიის სტატუსისით აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნაზე საუბრობს.

აფხაზეთის „უსაფრთხოების სამსახური“ ტიკტოკერს „საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული მიზნების მსახურებაში“ ადანაშაულებს.

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გაჩხრეკილია დაურ ბუავას სახლი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წელს რუსეთის ფედერაციაში ბუავას მიმართ აღძრული იყო საქმე დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შენახვის მუხლით.

| Print |
FaceBook Twitter Google