ქალაქ თელავში ქუჩების დამისამართების, სტანდარტიზაციისა და
საინფორმაციო დაფების განთავსების სამუშაოები დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახალი გადამისამართების
მიხედვით დაგეგმილია ქალაქ თელავის 200-ზე მეტი ქუჩის და ჩიხის ძველი
სამისამართე ფირნიშების ახლით ჩანაცვლება.
აგრრთვე, დაგეგმილია თელავში არსებული კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლებზე კერამიკული საინფორმაციო დაფების განთავსება, ქალაქის 15
ლოკაციაზე სანავიგაციო მანიშნებლების მოწყობა, ხოლო 5 ლოკაციაზე
საინფორმაციო ლაითბოქსების განთავსება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,len & kompani,,
ასრულებს.
პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების
პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით.
მასალის გამოყენების პირობები