გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული
ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი
ცენტრის (REC Caucasus) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, არწივის
ხეობაში დამატებითი ეკოტურისტული სივრცე მოეწყო შესაბამისი
ინფრასტრუქტურითა და გადასასვლელი ხიდებით. - ინფორმაციას ამის
შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1 კილომეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი კანიონის
სიღრმეს მიუყვება, საიდანაც რამდენიმე ჩანჩქერის მონახულებაა
შესაძლებელი.
„არწივის კანიონის ახალ საფეხმავლო ბილიკზე, სუბტროპიკულ გარემოში
მოგზაურობა ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
არწივის კანიონი ულამაზესი ლანდშაფტებით გამორჩეული ბუნების ძეგლია,
რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებს განსაკუთრებულ
სანახაობას სთავაზობს. აქ ბუდობს მტაცებელ ფრინველთა მრავალი სახეობა,
მათ შორის ორბი, სვავი, ფასკუნჯი. ხეობის კლდოვანი ფერდობებიდან
შესაძლებელია ორბების ბუდეებისა და იშვიათი და გადაშენების პირას
მყოფი მცენარეების ნახვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სხვაგან
არსად გვხვდება.“ - განმარტავენ
სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები