საზოგადოება
თელავში ახალგაზრდული საბჭო დაარსდა
თელავში ახალგაზრდული საბჭო დაარსდა და პირველი თავჯდომარე აირჩია.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონული ჰაბი ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.

თელავის ახალგაზრდულ საბჭოს, ერთი წლის ვადით, მარიამ ოქროცვარიძე უხელმძღვანელებს.

საბჭო აქტიურად ითანამშრომლებს თელავის თვითმმართველობასთან და ახალგაზრდული პრობლემების მოგვარების გზებზე იმუშავებს.

თელავის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სატრენინგო, საგრანტო კომპონენტებში, ახალგაზრდულ ბანაკებსა და ფორუმში.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს ფუქნციონირებისათვის კახეთის რეგიონული ჰაბი გამოყოფს სივრცეს სამუშაო შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩასატარებლად.

თელავის ახალგაზრდული საბჭოს მხარდაჭერას ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთი“ (MCK) ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული საბჭო 2017 წლიდან ფუნქციონირებს გურჯაანშიც და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, ტრენინგებს, გასართობ-შემოქმედებით აქტივობებს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ამ დროისთვის, გურჯაანის ახალგაზრდულ საბჭოს 100-მდე წევრი ჰყავს.
| Print |
FaceBook Twitter Google