საზოგადოება
საქართველოს საზღვრის კვეთისას აქამდე მოქმედი ყველა კოვიდრეგულაცია მოხსნილია
15 ივნისიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყველა კოვიდრეგულაცია მოიხსნა. კერძოდ, მათ საქართველოში შემოსასვლელად აღარ სჭირდებათ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია და PCR ტესტი. აღნიშნული ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში 14 ივნისს შევიდა.

დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ „უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან“.
| Print |
FaceBook Twitter Google