საზოგადოება
გურჯაანში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა
გურჯაანში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა.

გუშინ, 14 ივნისს, ღონისძიებას გურჯაანის სპორტულმა კომპლექსმა უმასპინძლა. გაიმართა სპორტული შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდსა და გარბენში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა, ბენეფიციარებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმაც მიიღო.

„ ვფიქრობ, ძალიან კარგი და სახალისო დღე მოვუწყვეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიების გამართვა და მათი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას და სოციალიზაციას, “ - ამბობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.

ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც ტატო გოდერძიშვილი, ნათია ქოროღლიშვილი და ფოლკლორული ანსამბლი “ხარება“ მონაწილეობდნენ.

მუნიციპალიტეტის მერიამ თითოეულ ბენეფიციარს სასაჩუქრე ნაკრები გადასცა. 

ცნობისთვის, 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google