საზოგადოება
აღმოჩნდა თუ არა ნაყინის ნიმუშებში დარღვევები
სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებულ ნაყინს ამოწმებს. სააგენტოში ამბობენ, რომ სეზონურობის ფაქტორის და მოხმარების გაზრდის გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს როგორც წარმოებებში ასევე სარეალიზაციო ბაზარზე.

"სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაყინის ნიმუშები აიღეს. სურსათში სალმონელასა და ლისტერიის აღმოჩენის მიზნით 100 ნიმუშს ჩაუტარდა კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს, რომლის შედეგებიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.nfa.gov.ge
(სალმონელა და ლისტერია მონოციტოგენესი არის პათოგენური მიკროორგანიზმები, რომელმაც ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ინფექციური დაავადებები - სალმონელოზი და ლისტერიოზი.) "-აცხადებენ სააგენტოში.


| Print |
FaceBook Twitter Google