საზოგადოება
სოფელ გიორგიწმინდაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ გიორგიწმინდაში ე. წ "ნასადგომარის" წყლის მაღალბიუჯეტიანი, პროექტი დასკვნით ეტაპზეა.

მათი თქმით, უკვე მოეწყო 4 ჭაბურღილი, წყლის შემკრები რეზერვუარი, დამონტაჟდა ცენტრალური მაგისტრალი და სატუმბი სადგური, განხორციელდა დაქსელვა-გამრიცხველიანება. შედეგად,  სოფლის მოსახლეობის 80% სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო ენერგიის გადამცემი საყრდენი ბოძებისა და ქსელის მოწყობის სამუშაოები რის შემდეგაც, სოფელ გიორგიწმინდისა და ანთოკ-მარიამჯვრის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.



| Print |
FaceBook Twitter Google