საზოგადოება
ლაგოდეხში მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, სამედიცინო ეტლები გადაეცა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ლაგოდეხში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, სამედიცინო ეტლები გადაეცა, რომლებიც მორგების ყველა ნიუანსის გათვალისწინებით დამზადდა.

მათი თქმით, გადასაადგილებელი ეტლები, მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების პირადი განცხადებების საფუძველზე შეიძინეს.

მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, სამედიცინო ეტლები, საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობის ფარგლებში - ოთხმა, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხუთმა ბენეფიციარმა მიიღო.


| Print |
FaceBook Twitter Google