საზოგადოება
ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი იზრდება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. სწორედ ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

„შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს.“ - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ხანძარი /