საზოგადოება
გურჯაანის თოჯინების თეატრში უჩა ვალიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება
გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრი 21 ივლისს საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს. ყველა ერთად უჩასთვის - ამ სლოგანით დასი გეპატიჟებათ სპეკტაკლზე "გვრიტი".

დასის მსახიობების ინფორმაციით, ჩვენების დროს დარბაზში იქნება შესაწირი ყუთი და დამსწრე საზოგადოებას სურვილისამებრ შეეძლება ოჯახისთვის თანხის შეწირვა.

სპექტაკლი საღამოს 7 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ანსამბლ „ხარებას“ წევრ და თოჯინების თეატრის მსახიობს, უჩა ვალიშვილს საქართველოში კუჭზე ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია, თუმცა, უშედეგოდ. ამ ეტაპზე ის მკურნალობას გადის თურქეთში და მას საზოგადოების დახმარება სჭირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google