საზოგადოება
საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მათივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, +29 გრადუსიდან +34-მდე მთაში +25-გრადუსიდან +30-მდე შენარჩუნდება.

სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +26-გრადუსიდან +31-მდე. ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება, დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

| Print |
FaceBook Twitter Google