საზოგადოება
ლაგოდეხის ეროვნულ პარკში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღნიშნეს
რეინჯერთა მსოფლიო დღე, წელს ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, დაგვიანებით აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების დროს, სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ გმირებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.



„მინდა მივულოცო ყველა რეინჯერს რეინჯერთა დღე, მადლობა გადავუხადო და ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, რთული და საპასუხისმგებლო პროფესიის არჩევისა და დაცული ტერიტორიების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჩვენი უნიკალური ბუნების საგანძურს 21 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 400-ზე მეტი რეინჯერი იცავს. თითოეული მათგანი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც გულისხმობს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს, სისუფთავის უზრუნველყოფას და, კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტორთა დახმარებას. რეინჯერთა მსოფლიო დღე 31 ივლისს აღინიშნება. ამ დღეს წელს დაგვიანებით აღვნიშნავთ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქე 8 გმირი პროფესიონალი შეიწირა”,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.


ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიაა, რომელიც 110 წლის წინ, 1912 წელს შეიქმნა და მისი ფართობი მხოლოდ 3 500 ჰა იყო. დღეს კი, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, საქართველოში 94 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 800 000 ჰა-მდე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ს შეადგენს.




ცნობისთვის, რეინჯერთა პროფესიული დღე რეინჯერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაწესდა და მსოფლიოში პირველად 2007 წელს აღინიშნა. დაცული ტერიტორიების სააგენტო კი რეინჯერთა პროფესიულ დღეს 2017 წლიდან აღნიშნავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს, სააგენტომ, დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 40-ზე მეტი რეინჯერი დააჯილდოვა მადლობის სიგელითა და ფულადი პრემიით. კომპენსაციები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს, მუნიციპალიტეტის
შემოსასვლელებში ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის
მოსაწყობად დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს, მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის მოსაწყობად დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით.
14:41 / 12.09.2023
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
სოფლებში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
ისინი ადგილზე გაეცნენ ვითარებას და იქ მცხოვრებლებს დახმარებას
დაპირდნენ.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
ისინი ადგილზე გაეცნენ ვითარებას და იქ მცხოვრებლებს დახმარებას დაპირდნენ.
13:26 / 08.09.2023
საქართველოს სახალხო დამცველი საგარეჯოს ეთნიკური აზერბაიჯანელებით
დასახლებული იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები
მოისმინა.
საქართველოს სახალხო დამცველი საგარეჯოს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
16:58 / 07.09.2023
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, მომდევნო
დღეებში, ამინდი გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, მომდევნო დღეებში, ამინდი გაუარესდება.
15:48 / 07.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გარე ფასადის აღდგენის შემდეგ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაციაც დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროცესი აქტიურ ფაზაშია.
12:34 / 08-09-2023
გომბორის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა სამი დღით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
11:40 / 26-07-2023
სხვა ამბები
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი, სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი.
16:34 / 11-09-2023
თიბისი მოსწავლეებს მთელი საქართველოდან თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.
14:18 / 11-09-2023
პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება - რა სიახლეები დახვდება საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რა იცვლება ამომრჩევლისთვის და რა ეტაპზეა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პასუხობს.
13:15 / 11-09-2023
ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ-ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება
14:01 / 08-09-2023
ჩვენ, პირველ რიგში, ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ ვართ მზად შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი...
13:48 / 08-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 17 / 24 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 13 / 23 °C
img
სიღნაღი 18 / 25 °C
img
ლაგოდეხი 15 / 23 °C
img
ყვარელი 17 / 24 °C
img
თელავი 17 / 23 °C
img
ახმეტა 16 / 23 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2023 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.