საზოგადოება
ცხელი ამინდები შენარჩუნდება 12 აგვისტომდე - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სააგენტოში განმარტავენ, რომ ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ბარში ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქშიც. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით იქნება +32, +34 გრადუსი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /