საზოგადოება
თბილისის მერია: რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილს არანაირი კავშირი არ აქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან
თბილისის მერია ეხმაურება მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტომასალას, რომელშიც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილი გადაადგილდებოდა.

განცხადებას მერია ვებ-გვერდზე ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტომასალაზე დაფიქსირებულ ავტომობილს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, თბილისის მერია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებითა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტომასალას, რომლის მიხედვით, რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანა მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ავტომანქანას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი გადაადგილება არ უკავშირდება მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და იგი არცერთი ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს.

გვინდა, მივმართოთ მედიასაშუალებებს, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში. ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდით თბილისის მერიის პრესსამსახურს,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google