საზოგადოება
ვაჩნაძიანელ ლუკა უგრეხელიძეს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება
გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, ლუკა უგრეხელიძე 7 თვეა, რაც კომაში იმყოფება.
საშინელმა ავტო ავარიამ ლუკას თავის ქალის მძიმე დაზიანება გამოიწვია. 5 ურთულესი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, რასაც ოჯახმა საკუთარი ძალებით გაართვა თავი.

ახლა კიდევ 2 ოპერაცია ესაჭიროება - სუბდურული ჰემატომის მოცილება და ქალას ძვლის პლასტიკა. ოჯახი საკუთარი სახსრებით ვეღარ ახერხებს ამ ორი ოპერაციის დაფინანსებას.

სწორედ ამიტომ, მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს გაერთიანება და მისი დაბრუნებისთვის ერთად ბრძოლა. სამშაბათს, 27 სექტემბერს, სოფელი ვაჩნაძიანის სკვერის ტერიტორიაზე გაიმართება კინოჩვენება.

ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ყუთი, სადაც სურვილისამებრ შეგეძლებათ თანხის გაღება.

ეს კი ლუკას დედის, ნაზი ხვედელიძის ანგარიშის ნომერია:
საქართველოს ბანკი GE16BG0000000161319379




| Print |
FaceBook Twitter Google