საზოგადოება
გურჯაანში აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს, სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლერი გელენავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა და ქალაქ გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა რამაზ უტიაშვილმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ ვაჩნაძიანში, აფხაზეთის ომის გმირის მიხეილ მარჩილაშვილის საფლავზეც მივიდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
| Print |
FaceBook Twitter Google