საზოგადოება
მაქსიმუმ 3 წელიწადში ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელს დაახლოებით 6 მლრდ ლარზე მეტს დახარჯავენ.
უფრო კონკრეტულად კი,  საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მილიარდ 700 მილიონზე მეტი დაიხარჯება, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მილიარდ 200 მილიონი მოხმარდება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 2 მილიარდ 100 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხოლო წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე 520 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„რაც შეეხება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დანახარჯები სოციალური მიმართულებით, ხელფასების ზრდა და აშ.., ჩვენ მოვახერხებთ ძალიან სოლიდური თანხების გამოყოფას ინფრასტრუქტურაზე და ეკონომიკის სტიმულირებაზე, წახალისებაზე.

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება 6 მილიარდი ლარი. აქ შედის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მილიარდ 700 მილიონზე მეტი მიემართება საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

მილიარდ 200 მილიონი დაიხარჯება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 100 მილიონი ლარი. წყალმომარაგება, წყალანირების სისტემის გაუმჯობესებაზე 520 მილიონი ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი დაპირებაა, რომ 2025 წლისთვის, ორ წელიწადში სულ რაღაც, სამ წელიწადში მაქსიმუმ ყველა ქალაქს, მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





| Print |
FaceBook Twitter Google